20 აპრილი 2024,   00:11
ვრცლად
კონფერენცია სახელწოდებით "ევროპული გზა", დღეს განათლების სფეროზე მსჯელობას დაეთმობა

კონფერენცია სახელწოდებით "ევროპული გზა", დღეს განათლების სფეროზე მსჯელობას დაეთმობა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიმართავს.

მონაწილეები ევროპის, რეგიონისა და მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ. ასევე განიხილება საქართველოს როლი ამ პროცესებში.

„არა მხოლოდ სამხედრო კონტექსტში, არამედ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კუთხით, ჩვენი მიღწევების შესახებ იქნა ხაზგასმით აღნიშნული და  აღიარებული და საქართველო, როგორც გლობალური უსაფრთხოების სტრატეგიის ნაწილი ქვეყანა, რომელიც თავის მდგრადობას, არა მხოლოდ სტაბილურობაში, არამედ დემოკრატიულ განვითარებაში ხედავს, არის კიდევ ერთხელ როგორც სამაგალითო ქვეყანა რეგიონში აღიარებული,“-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კონფერენცია ბათუმში დღეს დასრულდება. 

დღის ამბები