20 აპრილი 2024,   04:45
ვრცლად
„თიბისი კაპიტალმა“ კვლევის „ობლიგაციების ბაზარი საქართველოში“ შედეგების პრეზენტაცია გამართა

„თიბისი კაპიტალმა“ კვლევის „ობლიგაციების ბაზარი საქართველოში“ შედეგების პრეზენტაცია გამართა. ანგარიშში ობლიგაციების ბაზრის განვითარების ტენდენციებსა და პერსპექტივებზეა საუბარი.

კვლევის მიხედვით, საქართველოში სახელმწიფო ობლიგაციების ბაზარი სწრაფად ვითარდება. ანგარიშში განსაკუთრებული ადგილი საპენსიო რეფორმას უკავია.

„ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში ობლიგაციების ბაზარი საკმაოდ სწრაფად ვითარდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი ორი-სამი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება ეს ბაზარი და მეტ და მეტ ქართულ საშუალო და მსხვილ კომპანიას საშუალება ექნება, განათავსოს თავისი ობლიგაციები ქართულ ბაზარზე, რაც ჩვენი აზრით, საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება განვითარებისთვის,“ - განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

დღის ამბები