20 აპრილი 2024,   02:08
ვრცლად
ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები - საკითხს ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე განიხილავენ 

ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ჩინეთთან - საკითხი დღეს ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე განიხილეს. 

ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და სატრანსპორტო დერეფნებზე, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. 

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ამბობს, რომ ეკონომიკური კუთხით მთავრობის მუშაობა დადებითად შეფასდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირში ექსპორტის ზრდა იქნება გამოკვეთილი ტრენდი. 

კონფერენციაზე დღეს განათლების სფეროზეც იმსჯელებენ. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიმართავს.

მონაწილეების მხრიდან ყურადღება გამახვილდება ევროპის, რეგიონისა და მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე და ამ პროცესებში საქართველოს როლზე. 

დღის ამბები