20 აპრილი 2024,   20:18
ვრცლად
გლდანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

გლდანში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი. სავარაუდოდ, ადგილობრივებმა გარდაცვლილი 32 წლის ბიჭი გლდანის მე-4 მიკრორაიონში იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, კონფლიქტი სხვა მიკრორაიონში მოხდა, რა დროსაც მამაკაცი დაჭრეს, დაჭრილი კი მე-4 მიკრორაიონში მივიდა და გარდაიცვალა.

ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დღის ამბები