25 აპრილი 2024,   11:54
ვრცლად
მკვლელობა გლდანში - ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს

გლდანში მოკლულ  ახალგაზრდა მამაკაცს სავარაუდოდ, ცივი იარაღით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. შემთხვევა გლდანში ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილობრივების განცხადებით, გარდაცვლილი 32 წლის ბიჭი გლდანის მე-4 მიკრორაიონში იპოვეს. სავარაუდოდ, კონფლიქტი სხვა მიკრორაიონში მოხდა, რა დროსაც მამაკაცი დაჭრეს, ის მე-4 მიკრორაიონში მივიდა და გარდაიცვალა.

„ცუდად იყო და სასწრაფოს მოსვლიდან, დაახლოებით, ორ წუთში გარდაიცვალა. გლდანის მე-4 მიკრორაიონში არ მომხდარა, იმიტომ, რომ ადგილობრივები აბობენ, რომ ხმაური არ გაუგიათ. ამიტომ არის გავრცელებული ინფორმაცია, რომ მან რაღაც მანძილი გაიარა და ამის შემდეგ დაეცა აქ,“- განაცხადა ადგილობრივმა, თამარ თათარაშვილმა. 

გლდანის მე-4 მიკრორაიონში, სადაც ადგილობრივებმა გარდაცვლილი ბიჭი იპოვეს, სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები დაასრულეს. ექსპერტ-კრიმინალისტებმა ტერიტორია დატოვეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მკვლელობის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები