19 აპრილი 2024,   04:16
ვრცლად
გაუშვით თეა წულუკიანი მთავრობიდან! - არასამთავრობოები მამუკა ბახტაძეს მოთხოვნას უყენებენ

გაუშვით თეა წულუკიანი მთავრობიდან - ამ მოთხოვნით არასამთავრობო სექტორი უკვე პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს მიმართავს. მათი თქმით, თუკი მთავრობის ახალ ხელმძღვანელს რეალური რეფორმების გატარება სურს, უფლებადამცველები ურჩევენ, ცვლილება სწორედ იუსტიციის სამინისტროდან დაიწყოს.

იურისტები ამბობენ, რომ უწყების მოქმედი ხელმძღვანელი მართლმსაჯულების გამოწვევებს ვერ აღიქვამს.

მმართველ გუნდში მთავრობის ზოგიერთი წევრის მიმართ უკმაყოფილებას საჯაროდ უკვე აღარ მალავენ და მის შემცვლელებზეც ღიად საუბრობენ, თუმცა მათ შორის თეა წულუკიანი არ არის.

„ქართული ოცნების“ ნაწილი დარწმუნებულია, რომ ის პოსტს არ დატოვებს. არასამთავრობო სექტორი კი ქვეყანაში გაძლიერებულ საპროტესტო ტალღაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სწორედ იუსტიციის მინისტრს აკისრებს.

დავით ჯანდიერი, რომელიც თეა წულუკიანის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა, მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრმა საკუთარი შესაძლებლობები დიდი ხანია, ამოწურა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებას ელოდებიან, თუმცა შიშობენ, რომ მართლმსაჯულების სისტემის გამოწვევებს ადეკვატურად ვერც ის აღიქვამს.

წულუკიანი 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებიდან დღემდე მის პირველ თანამდებობას ინარჩუნებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები