16 ივნისი 2019,   21:57
ვრცლად
4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

ოთხი წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული უზბეკეთის მოქალაქე ქალის საქმის განხილვა ბათუმში დასრულდა. საი-რახონ მირბობოევა მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

მკვლელობა 14 ივნისს, გვიან ღამით მოხდა. დილით კი ბავშვის ცხედარი ბრალდებულმა თავად დატოვა პოლიციის განყოფილებასთან.

გარდაცვლილი ბავშვის დედა საქართველოში არ იმყოფება. მოზარდი მას ბათუმში მეგობართან ჰყავდა დატოვებული.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბავშვის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 12-დან 19 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ამავე თემაზე
დღის ამბები