21 მარტი 2019,   10:42
ვრცლად
ძალადობა ელჩინ ალახვერდოვის მიმართ - სკანდალური ინციდენტის ფიგურანტები დღეს გირაოთი გაათავისუფლეს

რუსთავის სასამართლოში მარნეულის მერის მხრიდან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლის, ელჩინ ალახვერდოვის ცემაში მონაწილე პირების საქმის განხილვა დასრულდა. მოსამართლემ სკანდალური ინციდენტის ფიგურანტები დღეს გირაოთი გაათავისუფლა. 

ბრალდებულები არიან პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, აზერ სულეიმანოვი, მარნეულის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, რამინ ალახ-ვერდიევი და მარნეულის დაკავებული მერის ნათესავი.

ბრალდების მტკიცებით, მათ სცემეს ელჩინ ალახვერდიევი, რომელიც რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, სადაც მან მარნეულის მერსა და „ქართული ოცნების“ ლიდერებს აგინა.

ალახვერდიევის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მმართველი პარტიის მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ და პროკურატურას საქმის გაყალბებაში ადანაშაულებენ.  

როგორც ცნობილია, ელჩინ ალახვერდოვი მარნეულის მერის მხრიდან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის შემდეგ გახდა. მას შემდეგ, რაც ალახვერდოვმა ბიძინა ივანიშვილს და მერს შეაგინა, მარნეულის მერი ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ შარდით სახის დაბანა აიძულა. კადრები "სტუდია მონიტორმა" გაავრცელა.

ამავე თემაზე
დღის ამბები