24 აპრილი 2024,   01:28
ვრცლად
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივაა მინისტრობის კანდიდატების შერჩევა - ირაკლი კობახიძე

მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საუბრობს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად მიმდინარეობს მომავალი მინისტრების კანდიდატურებთან დაკავშირებით მსჯელობა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს, რის შემდეგად მამუკა ბახტაძე თავად დაასახელებს მთავრობის შემადგენლობას.

„ეს არის პრემიერმინისტრობის კანდიდატის პრეროგატივა. ბატონი მამუკა შეარჩევს მინისტრობის კანდიდატებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება მასთან კონსულტაციები, სავარაუდოდ, დღეს, ხვალ გვექნება საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ თავად პრემიერმინისტრობის კანდიდატი დაასახელებს ბუნებრივია, მთავრობის შემადგენლობას, რომელიც იქნება წარდგენილი საქართველოს პარლამენტში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.

ერთი კვირის ვადაში კი პრემიერობის კანდიდატმა პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა წარუდგინოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები