25 აპრილი 2024,   04:02
ვრცლად
მიმდინარეობს კონსულტაციები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან ერთად, ჩართულია საპარლამენტო წარმომადგენლობაც - კახა კალაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, კახა კალაძე მთავრობის შემადგენლობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს. 

კახა კალაძის თქმით, მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად მსჯელობს.

თბილისის მერის თქმით, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მამუკა ბახტაძე მინისტრობის კანდიდატებს თავად დაასახელებს.

„მიმდინარეობს მსჯელობა, კონსულტაციები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან ერთად. ჩართულია საპარლამენტო წარმომადგენლობაც და უახლოეს დღეებში ყველაფერი ცნობილი გახდება. როდესაც ვიქნებით ჩამოყალიბებული, როდესაც იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარმოადგენს კანდიდატებს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე არ საუბრობს კონკრეტულად, რომელ უწეყებას ეყოლება ახალი მინისტრი. მან ასევე, არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, დაიკავებს თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას აშშ-ში საქართველო ელჩი, დავით ბაქრაძე.

პრემიერმინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.

ერთი კვირის ვადაში კი პრემიერობის კანდიდატმა პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა წარუდგინოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები