19 აპრილი 2024,   09:47
ვრცლად
რეგიონებში ენმ-ს წარმომადგენლები ცდილობენ, შეურაცხყოფა მიაყენონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს - კობახიძე

„გუშინ იყო სამწუხარო ინციდენტი ოზურგეთში, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციას მოჰყვა,“- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ოზურგეთში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ბესო ქათამაძის ცემის ფაქტს.

ირაკლი კობახიძის თქმით, რეგიონებში განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცდილობენ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენონ.

"ზოგადად, შეინიშნება გარკვეული ტენდენცია, თითქოს, არის დავალება, რომ განსაკუთრებით  რეგიონებში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობენ, შეურაცხყოფა მიაყენონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რაც დაძაბულობას იწვევს. მე ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ასეთი პროვოკაციებისგან. რაც შეეხება, ჩვენს აქტივისტებს, პარტიის წევრებს, მათ მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი ყოველგვარი ასეთი ქმედებებისგან, სცადონ, რომ პროვოკაციებს არ აჰყვნენ. ჩვენ კანონის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ბესო ქათამაძეს „ქართული ოცნების“ წევრებმა სცემეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები