28 მაისი 2020,   05:16
ვრცლად
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი - ხუთშაბათს სინოდის სხდომა გაიმართება

მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრების შეხვედრა უწმინდესთან დასრულდა. დელეგაციის წევრებმა ილია მეორეს მსოფლიო პატრიარქის პოზიცია გააცნეს, რაც უკრაინაში საეკლესიო პროცესებს უკავშირდება. ცნობილია, რომ უკრაინის ეკლესია რუსეთის ეკლესიისგან გამოყოფას ითხოვს. 

შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. საპატრიარქოში განმარტავენ, რომ მათ ვებგვერდზე განცხადება განთავსდება, სადაც დღევანდელ შეხვედრაზე იქნება საუბარი.

„კურიერის“ ინფორმაციით, მსოფლიოს საპატრიარქოდან საქართველოში ორკაციანი დელეგაციაა ჩამოსული. გალიის მიტროპოლიტი ემანუელი და სმირნის მიტროპოლიტი ბართლომეოსი თბილისში კიდევ ორ დღეს დარჩებიან.

„კურიერის“ ცნობით, უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო ხუთშაბათს შეიკრიბება, სინოდის სხდომა გაიმართება. სინოდის წევრებისთვის განსახილველი მთავარი საკითხი უკრაინის ეკლესიაში მიმდინარე თემაა.

ამავე საკითხზე მოლაპარკება საპატრიარქოში რამდენიმე დღის წინ რუსული ეკლესიის დელეგაციამაც გამართა.

საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები