20 აპრილი 2024,   15:52
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს რუსეთსა და ანექსირებულ ყირიმში გამგზავრებისაგან თავის შეკავებას ურჩევს

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს რუსეთსა და ანექსირებულ ყირიმში გამგზავრებისაგან თავის შეკავებას ურჩევს. შესაბამისი გაფრთხილება უწყებამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ ყირიმში გამგზავრების შემთხვევაში ამერიკის მოქალაქეები დაცულები ვერ იქნებიან.

„იმის გამო რომ ყირიმის ნახევარკუნძული ოკუპირებული ტერიტორიაა, იქ სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლებს გამგზავრება ეკრძალებათ,“ - ნათქვამია დოკუმენტში.

რაც შეეხება რუსეთის ტერიტორიას, სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს ჩრდილოეთ კავკასიაში, მათ შორის, ჩეჩნეთსა და იალბუზის მთაზე მოგზაურობისგან თავის შეკავებას სთხოვს. მიზეზად კი ტერორიზმის საფრთხესა და სამოქალაქო არეულობის მაღალ რისკებს ასახელებს. 

დღის ამბები