24 აპრილი 2024,   01:40
ვრცლად
ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ”სტუდენტური კონგრესი” მიმდინარეობს

ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ”სტუდენტური კონგრესი” მიმდინარეობს.

პროექტი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდასა და საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.

მონაწილეები იმიტირებულ საკომიტეტო ფორმატში მუშაობენ, სადაც თავად არიან პარლამენტის წევრები და ღია დისკუსიას მოქმედ პარლამენტარებთან მართავენ.

"სტუდენტურ კონგრესს" ესწრებოდა პარლამეტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და მონაწილეებს შეპირდა თუ კი ხვალინდელ შეხვედრაზე იქნება წარმოდგენილი კრეატიული იდეები სხვადასხა რეფორმებთან დაკავშირებით, აისახოს კანონმდებლობაში.

ღონისძიება ყვარელში 2 დღეს გაგრძელდება.

 

დღის ამბები