19 აპრილი 2024,   11:26
ვრცლად
ინციდენტი მოსკოვში - სწრაფად მოძრავი ტაქსი ტროტუარზე ავიდა და ფეხით მოსიარულეებს გადაუარა

მოსკოვის პოლიცია ქალაქის ცენტრში მომხდარ ინციდენტს იძიებს. ილინკის ქუჩაზე სწრაფად მოძრავი ტაქსი ტროტუარზე ავიდა და ფეხით მოსიარულეებს გადაუარა. შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. დაზარალებულებს შორის არიან უცხოელები, მათ შორის უკრაინისა და მექსიკის მოქალაქეები.

ინცინდენტის შემდეგ, ტაქსის მძღოლმა მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა. გამოძიება ტერაქტის ვერსიას არ განიხილავს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, საქმე არც განზრახ დანაშაულს არ ეხება. უკვე დადასტურებულია, რომ მძღოლი ფხიზელი იყო, თუმცა გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, საჭესთან ჩაეძინა.

დღის ამბები