25 აპრილი 2024,   10:44
ვრცლად
მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა, შესაძლოა, ხვალ გახდეს ცნობილი

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა შესაძლოა უკვე ხვალ გახდეს ცნობილი. არ არის გამორიცხული ცვლილება სამინისტროების რაოდენობასაც შეეხოს და ის შემცირდეს. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. 

კახა კალაძის განცხადებით, მმართველ გუნდში მინისტრთა დაკომპლექტების საკითხზე მსჯელობა დაწყებულია. 

„მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაზე მსჯელობა დაწყებულია გუნდში და ძალიან მალე, ხვალ-ზეგ ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის თუ ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი. რაც შეეხება სამინისტროების შემცირებას, ამაზეც მიმდინარეობს გუნდში მსჯელობა და ესეც ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის,“ - განაცხადა  კახა კალაძემ.

დღის ამბები