25 აპრილი 2024,   00:17
ვრცლად
პოლიციასთან დაპირისპირება და დაკავებები - ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერი აქცია კიევში

ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერი აქცია კიევში პოლიციასთან დაპირისპირებით და დაკავებებით დასრულდა. თანასწორობის მარშის მონაწილეები ქალაქის ცენტრში მსვლელობას მართავდნენ და გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა.

ძალოვანები აცხადებენ, რომ მომიტინგეები არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას, რასაც შეტაკებები მოჰყვა. არიან დაშავებულები, მათ შორის 5 პოლიციელია. დაპირისპირების შედეგად სამართალდამცველებმა 60- მდე ადამიანი დააკავეს.

დღის ამბები