16 ივლისი 2019,   08:59
ვრცლად
სურსათის და ელექტროენერგის გარეშე დარჩენილი სოფელი ჭერემი-სტიქიას კახეთში ამ დრომდე ებრძვიან

სტიქია კახეთში - დილიდან სოფელ ჭერემთან დაკავშირება ვერ ხერხდება. ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარე ჭერმისხევმა მთლიანად წაიღო გზის 100-მეტრიანი მონაკვეთი, რომელიც მაღალმთიან სოფელს ცენტრალურ მაგისტრალთან აკავშირებს. შედეგად, ადგილობრივები გურჯაანის მიმართულებით ვეღარ გადაადგილდებიან. სტიქიამ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა, რის გამოც სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ჭერემის მცხოვრებლები საკვებით მომარაგების პრობლემის წინაშეც დგანან.

ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე იყო დარჩენილი 25-ზე მეტი ოჯახი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახშიც. ძლიერი წვიმისგან მნიშვნელოვნად დაზიანდა ვენახი. სტიქიის დროს მოვარდნილმა ნიაღვრებმა თითქმის მთლიანად დააზიანა შიდა საუბნო გზები. სოფლის მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ პრიორიტეტული ჭერმის გზის აღდგენაა. მერის თქმით, სტიქიამ ხევების სათავე ნაგებობები დააზიანა.

 ავტორი: ია გულიაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები