19 აპრილი 2024,   22:28
ვრცლად
"ძალიან განიცდის, ინანიებს"-პოლიციელის მკვლეოლობაში ბრალდებულ ბესიკ ტაკიძეს პატიმრობა შეეფარდა

სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  გამოძიება 27 წლის ბესიკ ტაკიძეს ბუტა ანთაძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება. ბრალდებული დანაშაულს აღიარეს, თუმცა ადვოკატი შემამსუბუქებელ გარემოებებზე საუბრობს და მუხლის შეცვლას ითხოვს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა მისი დაკავების დროს პოლიციელების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა დედის მიმართ და შეაფურთხა, როგორც თვითონ  განმარტავს. ვითხოვთ გადაკვალიფიცირებას. ჩვენ არ ვართ ის პიროვნებები, რომ უარვყოთ. ძალიან განიცდის, ინანიებს,“-განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა დალი იმნაიშვილმა

დღის ამბები