20 აგვისტო 2019,   08:15
ვრცლად
5 ათას ლარიანი გირაო დეპუტატის ცემისთვის - ენმ ოზურგეთის ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობა" ოზურგეთის ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალიდან საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრება. რაიონულმა სასამართლომ დღეს საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბესო ქათამაძეზე თავდასხმისთვის 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ოპოზიცია განაჩენით უკმაყოფილოა და ხელისუფლებას სამართლებრივი დავის სანაცვლოდ ქუჩური გარჩევის შეთავაზებაში ადანაშაულებს.

ბრალდების მხარე ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება და გამორიცხული არ არის, ოპოზიციონერი დეპუტატის ცემისთვის სხვა პირებიც დააკავონ.

დაზარალებული მხარე ამტკიცებს, რომ სასამართლომ ხელისუფლების დაკვეთა შეასრულა და წინასწარ ცნობილი განაჩენი გამოაქვეყნა. დავით მჟავანაძის აზრით ამ გადაწყვეტილებამ ორგანიზებული დანაშული წაახალისა.

ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს აფასებს "სამართლიანი არჩევნები."

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აუცილებელია მომხდარზე სამართალდამცველებს ადეკვატური რეაგირება ჰქონდეს.

გამოძიება ოზურგეთში საკრებულოს დეპუტატის ცემის ფაქტზე 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას და სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

ავტორი: სოფო ჭულუხაძე. 

დღის ამბები