24 აპრილი 2024,   08:40
ვრცლად
თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე გზის სარემონტო სამუშაოების დროს ორმოში მუშა ჩავარდა

მაშველები იყვნენ მობილიზებული ცოტა ხნის წინ თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე - ისინი თითქმის ერთი საათის განმავლობაში გზის სარემონტო სამუშაოებისას ორმოში ჩავარდნილი მუშის ამოყვანას ცდილობდნენ. ორმო, სადაც დაშავებული მუშა მოყვა, წყლით იყო სავსე. 

სამაშველო ბრიგადები მამაკაცის ამოყვანის მცდელობის პარალელურად ორმოდან წყალს ტუმბავდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მუშას წყლის მილი გაყავდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა.

ორმოდან ამოყვანილი მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მას ფეხი აქვს მოტეხილი.

დღის ამბები