20 აგვისტო 2019,   08:14
ვრცლად
"მხოლოდ ქართულის" გამარჯვებული - სოფო ბათილაშვილი რამდენიმეკვირიანი მეგა პროექტის დასრულების შემდეგ 

რამდენიმეკვირიანი მუსიკალური მეგა პროექტი „მხოლოდ ქართული“ ცოტა ხნის წინ დამთავრდა და გამარჯვებულიც გამოვლინდა. სოფო ბათილაშვილმა ჟიურის სიმპათია შესარჩევ ეტაპზე მარტივად მოიპოვა. ახალგაზრდა მომღერლის სიმღერებმა მსმენელის გული მალევე დაიპყრო.  

სოფო ბათილაშვილი ნიჭიერთა ათწლედის მესამე კურსის სტუდენტია. სოფო სოპრანოა და კლასიკური ვოკალის განხრით სწავლობს. დიდი დიაპაზონის ხმა და ოპერის მომღერლისგან მიღებული გაკვეთილები ”მხოლოდ ქართულშიც” დაეხმარა.

რვა ცოცხალი კონცერტის განმავლობაში სოფომ, ჟანრობრივად განსხვავებული და ვოკალურად ურთულესი სიმღერებით, ჟიურისგან და მაყურებლისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა. თვლის, რომ მთავარი გამარჯვება სწორედ ხალხის სიყვარული და ნდობაა.

„მხოლოდ ქართულში“ გამარჯვებამ პრესტიჟულ ტიტულთან ერთად არაერთი ჯილდოც მოუტანა.

ავტორი: რუსკა გიორგაძე. 

 

დღის ამბები