22 სექტემბერი 2019,   06:34
ვრცლად
UNICEF-ის კვლევა - 2017 წლის მონაცემებით, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებთა რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია 

UNICEF-ის კვლევის თანახმად, საქართველოში სიღარიბე კრიტიკულ ნიშნულს აღწევს. წინა წლებთან შედარებით, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები პენსიონერებისა და ბავშვების რიცხვია გაზრდილი.

მონაცემების მიხედვით, 2013 წელს, საქართველოში მოსახლეობის 3.9% ცხოვრობდა უკიდურეს სიღარიბეში, 2015 წელს მათი რაოდენობა შემცირდა და მონაცემი 2.1%-ზე ჩამოვიდა, თუმცა 2017 წლის შედეგების მიხედვით,  საქართველოში მოსახლეობის 5% აბსოლუტურად სიღარიბეში ცხოვრობს. რაც შეეხება პენსიონრებს, 2014 წელს, 1.9% ცხოვრობდა უკიდურეს სიღარიბეში, 2015 წელს მაჩვენებელმა ცოტათი დაიკლო და 1.7% შეადგინა, ხოლო 2017 წელს ის კიდევ გაიზარდა და 3.7%-ს მიაღწია. რაოდენობა, 2013 წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია.

ბავშვების შემთხვევაში, 2013 წელს უკიდურესად სიღარიბეში 6% ცხოვრობდა, 2015 წელს რიცხვმა 2.5% შეადგინა, ხოლო 2017 წელს კი 6.8%-მდე გაიზარდა.  

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი. 

დღის ამბები