25 აპრილი 2024,   17:55
ვრცლად
3 გარდაცვლილი და 200-ზე მეტი დაშავებული - მიწისძვრა იაპონიაში

სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა ძლიერ მიწისძვრას იაპონიაში. 6.1 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის დასავლეთ რეგიონში დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ოსაკას მახლობლად იყო.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი. მიწისძვრის შედეგად პარალიზებული იყო ტრანსპორტის მიმოსვლა, გადაიდო ყველა რეისი ადგილობრივ აეროპორტებში.

ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 170 ათასზე მეტი ოჯახი. ნგრევის მასშტაბის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

დღის ამბები