19 აპრილი 2024,   22:03
ვრცლად
"მე მინდა, რომ წულუკიანი დარჩეს" - გია გაჩეჩილაძე

ახალი მინისტრების შესარჩევად „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, პრემიერობის კანდიდატ მამუკა ბახტაძისთვის მთავრობის მცირე კონცეფციაა მისაღები.

რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე სამინისტრო შესაძლოა გაერთიანდეს. შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან და ახალი მინისტრების შერჩევასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა.

ნაწილს მიაჩნია, რომ მთავრობის მცირე კონცეფცია მისაღებია, ნაწილი კი თვლის, რომ უკვე გაერთიანებული სამინისტროებიც უნდა დაიშალოს.

„ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანებასთან დაკავშირებით. მე დავსვამ საკითხს ისევ გაყოფასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ახლა არ მოხერხდება, ამას ბიუჯეტში ცვლილება უნდა. ვთხოვ, რომ დაიწყოს კონსულტაციების პროცესი.

და მეორე - მე მინდა, რომ წულუკიანი დარჩეს. რადგან მას დაწყებული აქვს ჰააგაში სერიოზული პროცესი და აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანოს რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების საკითხი“-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - მწვანეების” თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე.

"ქართული ოცნების" ოფისში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბრიფინგია ჩანიშნული. მამუკა ბახტაძე მთავრობის ახალ შემადგენლობას წარადგენს. რის შემდეგაც 15:00 საათზე ბიუროს სხდომაზე წარდგენილი იქნება მთავრობის ახალი შემადგენლობა და პროცესები უკვე საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს. 

დღის ამბები