25 აპრილი 2024,   09:24
ვრცლად
მაჩალიკაშვილის და სარალიძის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებები არ მიმდინარეობდა - ლილუაშვილი

პანკისში, სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამისა და დავით სარალიძის მამის განცხადებას, რომ სუს-ი მათ უთვალთვალებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ეხმაურება.

მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალაძე ამტკიცებენ, რომ სპეცსამსახურების მხრიდან მათი ოჯახები ფარული თვალთვალისა და მიყურადების ობიექტები არიან.

გრიგოლ ლილუაშვილი ბრალდებებს უარყოფს. ლილუაშვილი ამბობს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები არ მიმდინარეობდა და არც ამჟამად მიმდინარეობს.

„რა თქმა უნდა არ მიმდინარეობდა (ფარული საგამოძიებო მოქმედებები), თუკი პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს დაწყებული აქვს შესწავლა უნდა დაელოდოთ შესწავლის შედეგებს.

თუკი ოპერატიული, სამძებრო, კონტრდაზვერვითი ან საგამოძიებო მოქმედებიდან არ არის სანქცირებული განჩინების საფუძველზე, რა თქმა უნდა უკანონო იქნება ნებისმიერი მიყურადება და თვალთვალი ასეთ რამეს ადგილია რ ჰქონია,“-აცხადებს ლილუაშვილი.

 

დღის ამბები