25 აპრილი 2024,   04:32
ვრცლად
ხმაური ოზურგეთში - მერიასთან მიმდინარე აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს

ხმაური ოზურგეთში - მერიასთან მიმდინარე აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს, ერთი "ქართული ოცნების", ხოლო მეორე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია. 

ოზურგეთის მერიის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერი მივიდა, რომელმაც აქტივისტებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ მოთხოვნებს არ იზიარებს.

მისი თქმით, ის ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია. მან გააპროტესტა ენმ-ის მოთხოვნა, ოპოზიციონერი დეპუტატის ცემაში მონაწილე პირების დასჯასთან დაკავშირებით. 

მცირე ინციდენტი სწორედ ამ განცხადებებს მოჰყვა. სამართალდამცავებმა ორი პირი აიყვანეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოხდა მათი აქციიდან განრიდება. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მისი მხარდამჭერები მერიასთან დილიდან არიან შეკრებილნი. 

ისინი ენმ-ის წევრის, ბესიკ ქათამაძის მიმართ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატების მიერ განხორციელებული ძალადობის გამო აქციის მონაწილეები, სამანდატო კომისიის შეკრებას და ინციდენტში მონაწილე დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევას ითხოვენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები