20 აპრილი 2024,   00:11
ვრცლად
ეკონომიკის და საგარეო საქმეთა მინისტრებმა თანამდებობები დატოვეს - დროებითი მთავრობის შემადგენლობა ცნობილია

ახალი ტექნიკური მთავრობის დამტკიცებაზე მუშაობა პარლამენტმა უკვე დაიწყო. ამ წუთებში ბიუროს სხდომა იწყება, სადაც უნდა გაირკვეს, ვინ შეასრულებს მინისტრების მოვალეობებს გარდამავალ პერიოდში.

უკვე ცნობილია, რომ ეკონომიკის მინისტრის  მოადგილის კანდიდატურა იქნება დიმიტრი ქუმსიშვილის მოადგილე გენადი არველაძე, ფინანსთა მინისტრის კანდიდატურად კი მამუკა ბახტაძის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურად დავით ზალკალიანი დასახელდა.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე იმაზე საუბარი თუ რომელიც სამინისტროები გაუქმდება ნაადრევია.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, რომ მთავრობის შემადგენლობის  განახლებამდე, მინისტრების მოვალეობას შეასრულებენ მათი მოადგილეები შესაბამისად შეფერხება სამინისტროების მუშაობაში არ მოხდება.

„შემოვა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა და ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხებს.  რამდენიმე კვირის შემდეგ ჩვენ ვიხილავთ ახალ სტრუქტურას და მინისტრების ახალ შემადგენლობას,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ მათთვის სამინისტროების შემცირება მისაღებია.  

„მცირე მთავრობა როგორც კონცეფცია ჩემთვის მისაღებია. მთლიანობაში ერთიანობაში, რომ  შეხედავ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს აღქმა, რომ გონივრულია ზოგადად ხარჯი, რომელსაც მთავრობა თავის თავზე ხარჯავს,“-განაცხადა რომან კაკულიამ.

სამინისტროს რესტრუქტურიზაციას საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება. როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს ამ ეტაპზე მოხდება გარდამავალი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება თუმცა სამი სამინისტრო იქნება წარმოდგენილი ფორმალურად.

„სამი სამინისტრო წარმოდგენილი იქნება ფორმალურად, ამ შემთხვევაში უკვე მინისტრის მოადგილეების სახით. ოთხშაბათს  უკვე პლენარული სხდომაზე ვიმსჯელებთ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე. ამის შემდგომ უახლოეს მომავალში მოხდება უკვე ახალიო კანონპროექტების წარდგენა, კერძოდ, იმ კანონპროექტების რომლებიც სამინისტროების გაერთიანებას ეხება,“-განაცადა გიორგი კახიანმა.

საქართველოს მომდევნო სამი კვირის განმავლობაში დროებითი მთავრობა ეყოლება. პარლამენტს დღეს პრემიერობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ მიმართა და ახალი მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად დრო ითხოვა. ბახტაძე ამბობს, რომ სამინისტროებს 14-დან 11- მდე ამცირებს ამ პროცესს კი საკანონმდებლო ცვლილებები და დრო სჭირდება.  

დღის ამბები