17 აპრილი 2024,   01:33
ვრცლად
ნახევარი მილიონი ლარის მითვისება - ზურაბ ტყემალაძესა და გოგი თოფაძეს თაღლითობაში ადანაშაულებენ

პარტია ”ჩვენი სამშობლოს” თავმჯდომარე ყოფილ პოლიტიკურ პარტნიორს, „მრეწველთა“ პარტიას თაღლითობაში ადანაშაულებს. ზვიად ჩიტიშვილი ამტკიცებს, რომ ზურაბ ტყემალაძემ და გოგი თოფაძემ მისი ნახევარი მილიონი ლარი მიითვისეს. რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს, რომელიც პარტია „ჩვენი სამშობლოს“ თავმჯდომარეც არის, „მრეწველებმა“ გაერთიანება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შესთავაზეს. პოლიტიკური გარიგება შედგა და საარჩევნო ბლოკმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილება მიიღო. „მრეწველები“ პარლამენტში ერთი მაჟორიტარით მოხვდნენ და საბიუჯეტო დაფინანსებაც მიიღეს, თუმცა პარტნიორ პარტიას, რომელმაც არჩევნებში ნახევარი მილიონი დახარჯა, ერთი თეთრიც არ მისცეს.

ჩიტიშვილის მტკიცებით, ნახევარი მილიონამდე ლარის განაღდების შემდეგ, „მრეწველების“ ლიდერებმა ბრძოლა წესების გარეშე დაიწყეს და მისი ჩამოშორება გადაწყვიტეს. საარჩევნო კომისიაში სიების რეგისტრაციის დროს, მათ პარტია „ჩვენი სამშობლოს“ მონაცემები არ შეიტანეს, საბოლოოდ სიების დასამტკიცებლად და ბიულეტინში მოსახვედრად ზვიად ჩიტიშვილს ცესკოსთან სასამართლო დავა დასჭირდა.

„მრეწველთა“ ლიდერი მის ყოფილ პოლიტიკურ პარტნიორს ურჩევს, ბრალდებების დასამტკიცებლად სასამართლოს მიმართოს.

ერთი პარტიის გამარჯვებისთვის მეორე პარტიის მიერ თანხის დახარჯვის საკითხს სწავლობენ არასამთავრობოები. ოპოზიცია კი სავარაუდო პოლიტიკურ კორუფციაზე საუბრობს.

პარტია „ჩვენი სამშობლოს“ დამფუძნებელი სავარაუდო პოლიტიკური კორუფციის გამო, დავას სასამართლოში აგრძელებს.

დღის ამბები