21 ნოემბერი 2018,   14:56
ვრცლად
შანტაჟი და ფულის გამოძალვა - საქართველო მასშტაბით, კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

ბოლო ორი დღის განმავლობაში თბილისსა და საქართველოს რეგიონებში კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირის ბრალდებით შს სამინისტრომ 6 პირი დააკავა. არც ერთი მათგანი დანაშაულსა არ აღიარებს.

ერთ-ერთი სპეცოპერაცია ზესტაფონში ჩატარდა. ბოლო 6 თვეა, რაც ბიზნესმენ გიორგი ჯიხვაშვილს ქურდული სამყაროს წევრები საკუთარი ბიზნესის მფარველობის სანაცვლოდ, შემოსავლის 30%-იან წილს, მუქარითა და ქურდული გარჩევის გზით სძალავდნენ. ამირან და მალხაზ ბოჭორიშვილები, თენგიზ კეთილაძესთან ერთად კაფეს მფლობელს აიძულებდნენ, რომ კრიმინალური ავტორიტეტებთან ეთანამშრომლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით და ბიზნესის ჩაძირვით ემუქრებოდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ზესტაფონელ ბიზნესმენს ფულს კანონიერი ქურდის, ფრიდონ სულაქველიძის იგივე ”პაწუას” დავალებით სძალავდნენ.

ზესტაფონის პარალელურად სპეცოპერაცია ჩატარდა მარნეულშიც. ამ შემთხვევაში საქმე კანონიერი ქურდების სახელით რეკეტსა და ფულის გამოძალვას ეხება. პოლიციის ინფორმაციით, მარნეულში დაკავებული ორივე პირი კანონიერი ქურდის, ნადირ სალიფოვის იგივე ”გულის” დავალებით ქურდულ გარჩევებს აწყობდა და ხალხს დიდი ოდენობით თანხას სძალავდა.

ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან 56 წლის გივი ელიკაშვილსაც, რომელიც 16 ივნისს აეროპორტში დააკავეს. 

დღის ამბები