12 დეკემბერი 2018,   03:50
ვრცლად
გარკვეულ დროს მივცემ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას - ზაზა სარალიძე მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას გეგმავს 

პანკისში დღეს დაგეგმილ აქციას, რომელიც სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის აღიარების მოთხოვნით გაიმართება, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე შეუერთდება.

ზაზა სარალიძე საკუთარ გეგმებზე კიდევ ერთხელ საუბრობს. სარალიძე ამბობს, რომ მამუკა ბახტაძის პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მასთან შეხვედრას მოითხოვს.

აქციების გაგრძელების საკითხი, სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება.

„ხელისუფლება არ გვყავს, როგორც კი დაინიშნება, როგორც ამბობენ ბახტაძეს ნიშნავენ პრემიერ-მინისტრად, იმ დღესვე მოვითხოვ მასთან შეხვედრას, შევხვდები, გავესაუბრები, პასუხისმგებლობას თუ აიღებს თავის თავზე. გარკვეულ დროს მივცემ, რომ ამ დროში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას და მოვთხოვ იმას, რა კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდები პრემიერ-მინისტრისგან,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დღის ამბები