18 აპრილი 2024,   06:08
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - საგამოძიებო კომისიის სხდომა დაზარალებული ოჯახების მოსმენით განახლდება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა, პარასკევს გაიმართება.

სხდომა დაზარალებული ოჯახების მოსმენით განახლდება. დეპუტატები ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე არასრულწლოვანის - სარალიძისა და დადუნაშვილის მშობლებს გაესაუბრებიან.

დროებით საგამოძიებო კომისიაში გადაგზავნილია საქმის მასალები როგორც სასამართლოდან, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

უახლოეს მომავალში იგეგმება, როგორც პროკურორებისა და მოწმეების, ასევე ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის, ასევე იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების გამოკითხვა.

„პარასკევს ვემზადებით გამოკითხვისთვის. ვიწყებთ დაზარალებულებით, ბატონი ზაზა სარალიძით და დადუნაშვილის ოჯახით და ამის შემდეგ უკვე ძალიან ინტენსიურად გაგრძელდება დაკითხვის პროცესი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან კარგად ვიცნობდეთ საქმეს და ძალიან საფუძვლიანად დავსვათ ის შეკითხვები, რაც გვაქვს,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები