17 ივლისი 2018,   17:08
ვრცლად
ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლე სერგო მეთოფიშვილს უჩივლებს

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი დისციპლინური სამართალდარღვევისთვის მოსამართლე სერგო მეთოფიშვილს უჩივლებს.

ნაზი ჯანეზაშვილი გეგმავს, რომ არაკორექტული შენიშვნის გამო დამოუკიდებელ ინსპექტორს მიმართოს. საუბარია, უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლეების გასაუბრების დროს მომხდარ ინციდენტზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ჯანეზაშვილი ამტკიცებს, რომ მეთოფიშვილმა გასაუბრების დროს მოსამართლეთა ეთიკის კოდექსი დაარღვია.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 7 მოსამართლესთან გასაუბრება გაიმართა. მათ სამწლიანი გამოსაცდელი ვადა ამოეწურათ და უვადოდ გამწესებას ითხოვენ.

„სერგო მეთოფიშვილმა ერთხელ მოსამართლესთან დაკავშირებით და ერთხელ ჩემი მისამართით გამოთქმული მოსაზრებებით დაარღვია მოსამართლეთა ეთიკის კოდექსი, ამიტომ მე აუცილებლად გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას იმისთვის, რომ დადგეს ამ ადამიანის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი“-აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

დღის ამბები