18 ნოემბერი 2018,   19:19
ვრცლად
გიგა ჭიკაძის მნიშვნელოვანი ბრძოლა - ქართველი UFC-ის კონტრაქტისთვის

UFC-ის ქართველი მოჩხუბარი, გიგა ჭიკაძე, ხვალ ლას-ვეგასში UFC-ის პრეზიდენტის კონტრაქტის მოსაპოვებლად იჩხუბებს. ჭიკაძის მეტოქე ამერიკელი სპორტსმენი, ოსტინ სპრინგერი იქნება.

ლას-ვეგასში სულ ხუთი ორთაბრძოლა გაიმართება და UFC-ის პრეზიდენტი დანა ვაიტი თავად გადაწყვეტს 5 ორთაბრძოლიდან ვის მიაკუთვნოს ყველაზე პრესტიჟული ლიგის კონტრაქტი, სწორედ ეს ფაქტი აძლიერებს ამ შოუსადმი ინტერესს. მას პირდაპირ ეთერში რამდენიმე ტელევიზია გადასცემს.

გიგა ჭიკაძის ბრძოლა თბილისის დროით, დილის 04:00 საათზე არის ჩანიშნული.

დღის ამბები