20 აპრილი 2024,   01:33
ვრცლად
არ ვაპირებ ქვეყანა მიგრანტების ბანაკად გადავაქციო - ტრამპი კრიტიკას პასუხობს

დონალდ ტრამპი საემიგრაციო პოლიტიკაზე ოპონენტების კრიტიკას პასუხობს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანას მიგრანტების ბანაკად არ გადააქცევს.მან პარალელი გაავლო ევროპის ქვეყნებთან და განაცხადა, რომ მილიონობით ემიგრანტის მიღებით ევროპელებმა დიდი შეცდომა დაუშვეს. დონალდ ტრამპმა ანგელა მერკელიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისმა ლიბერალურმა საემიგრაციო პოლიტიკამ გერმანიაში დანაშაულის შემთხვევების გაზრდას შეუწყო ხელი.

ამის გამო კი კანცლერს საკუთარი ხალხი დაუპირისპირდა. ბოლო პერიოდში დონალდ ტრამპის მიმართ კრიტიკაც გახშირდა. მიზეზი ტეხასის საემიგრაციო ბანაკში მყოფი ემიგრანტი ბავშვების ფოტოები გახდა. ისინი საზღვრის გადაკვეთის დროს მშობლებს დააშორეს და იზოლირებულ ცენტრებში დააბინავეს.

დღის ამბები