20 აპრილი 2024,   20:26
ვრცლად
შვედეთში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა

შვედეთში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. თავდასხმა ქალაქ მალმოს ცენტრში მდებარე ინტერნეტ კაფესთან მოხდა.

შენობიდან გამოსულ ადამიანებს ცეცხლი უცნობმა პირმა გაუხსნა. რამდენიმე დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. თვითმხილველების განცხადებით, მათ 15-მდე გასროლის ხმა გაიგეს. გამოძიება მომხდარს ამ ეტაპზე ტერორიზმს არ უკავშირებს.

სამართალდამცველები მუქი ფერის ავტომობილს ეძებენ, რომლითაც, სავარაუდოდ, ეჭვმიტანილი გადაადგილდება.

დღის ამბები