19 აპრილი 2024,   16:45
ვრცლად
შილაფლავი 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებზე მახსენდება... მე არაფერი ჩამიფლავებია - წულუკიანი საპარლამენტო უმცირესობას პასუხობს

მართლმსაჯულების სფეროსა და სისხლის სამართლის სფეროში არსებული ვითარების შესახებ დასმულ კითხვებს თეა წულუკიანმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე უპასუხა.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ამ სფეროში ძირეული რეფორმები განხორციელდა და მისი დაკნინების უფლებას.

"ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა წულუკიანს ჩატაევის ციხიდან გათავისუფლება შეახსენა და განაცხადა, რომ მინისტრმა სასამართლო რეფორმა ჩააფლავა. რაზეც წულუკიანმა განაცხადა, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ყოფნისას მსგავსი კრიტიკის უფლებას არავის მისცემდა. 

„როგორც უმრავლესობიდან ასევე ოპოზიციიდან დაისვა ერთი და იგივე შინაარსის კითხვა, ქალბატონ ირმას რაც შეეხება ჩააფლავე რეფორმაო მე ერთი შილაფლავი მახსოვს პირველ ოქტომბერს 2012 წლის და ფლავი არ ვიცი საიდან მოვიდა, რეფორმები რაც ჩვენ გავატარეთ ჩაფლავებული არ არის, ამიტომ როცა მე ვარ პოლიტიკურ ასპარეზზე, შიგნით ვიქნები თუ გარეთ ვიქნები ამის საშუალებას ნამდვილად ვერ მოგცემთ,“- განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანმა ელენე ხოშტარიას კითხვას, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის შესახებ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შეხსენებით უპასუხა.

„ქალბატონი ელენე ხოშტარია, რაღაცა ოჯახის თავზე დატრიალებულ ცუნამებზე მელაპარაკება დიახ, ცუნამი კი არა უარესი დატრიალდა ბატონი სარალიძის, სუბელიანის, დადუნაშვილის და ბევრი სხვა ოჯახის თავზე. არცერთ ოჯახს არ ვუსურვებ,რ ომ მისმა ბავშვმა სხვა ბავშვი მოკლას, ან მისი ბავშვი იქნეს სხვა ბავშვის მიერ მოკლული.

ბავშვთა შორის მკვლელობა იყო მომხდარი იმ ეზოში და ყველაზე დიდი ტრაგედიაა, რომელიც შეიძლება ოჯახებს დაატყდეს თავს. მე კიდევ სხვა ცუნამი მახსენდება. ეს არის სანდრო გირგვლიანის საქმე ქალბატონო ელენე თქვენ სანდროს მეგობარი იყავით და შეხედეთ ვისთან ერთად ხართ პარტიაში და ამის მერე დამისვით კითხვები,“- განაცხადა წულუკიანმა.

დღის ამბები