19 აპრილი 2024,   06:08
ვრცლად
საპროტესტო აქცია კიევში არეულობაში გადაიზარდა - დაშავდა 5 სამართალდამცველი

საპროტესტო აქცია კიევში არეულობაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა პარლამენტის მთავარ შესასვლელთან დაცვის კორდონი გაარღვიეს და შენობაში შეჭრა სცადეს. პოლიციელებმა მათ შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ჩხუბის დროს 5 სამართალდამცველი დაშავდა. ერთი დემონსტრანტი კი დააპატიმრეს.

საპროტესტო აქციას, რომელიც დილიდან მიმდინარეობს, მაღაროელები, ავღანეთის ომის ვეტერანები და ჩერნობილის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეები მართავენ. ისინი სახელფასო დავალიანებების დაფარვას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

ამ დროისთვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და დეპუტატები აქციის ორგანიზატორებთან მოლაპარაკებებს მართავენ. პარლამენტის შესასვლელებთან კი დაცვა გააძლიერეს. რადა მთლიანად სპეცრაზმის ალყაშია.

დღის ამბები