25 აპრილი 2024,   14:25
ვრცლად
მამუკა ბახტაძე პარლამენტარებს ეკოომბუდსმენის თანამდებობის შემოღებას სთავაზობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მამუკა ბახტაძე, პარლამენტარებს ეკოომბუდსმენის თანამდებობის შემოღებას სთავაზობს.

ბახტაძის განცხადებით, ეკოომბუდსმენი ბუნების დაცვას უფრო მეტად შეუწყობს ხელს და ასევე, მწვანე ეკონომიკას განავითარებს.

„მე საქართველოს პარლამენტს შევთავაზებ, შემოვიღოთ ეკოომბუდსმენის პოსტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საჯარო სექტორთან ერთად უფრო აქტიურად დავიცვათ და განვავითაროთ ჩვენი ბუნება. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძეს პარლამენტში გამოსვლის დროს არ დაუკონკრეტებია, რა უფლებამოსილება ექნება ეკოომბუდსმენს.

მინისტრთა შემადგენლობას პარლამენტში დაჩქარებული წესით უსმენენ. მთავრობის პროგრამის განხილვა დეპუტატებმა რეკორდულად მოკლე დროში - ერთ დღეში, უნდა მოასწრონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები