17 ივლისი 2018,   17:09
ვრცლად
ტურისტული სეზონის ჩავარდნის საშიშროება ქობულეთში - მოსახლეობა მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე საუბრობს

ქობულეთი ტურისტულ სეზონს მოუმზადებელი ხვდება. არ არის მოწყობილი ზღვაზე ჩასასვლელები, სანაპირო ზოლზე კი უკვე რამდენიმე თვეა კეთილმოწყობისთვის მიტანილი ქვიშა ყრია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სამუშაოები საკმაოდ  ნელი ტემპით მიმდინარეობს, რის გამოც მისი დროულად დასრულება ვერ მოხერხდება. ისინი შიშობენ, რომ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო ქობულეთში წელს სეზონი ჩავარდება.

ადგილობრივი ხელისუფლება კი პირობას დებს, რომ სეზონს მომზადებულები შეხვდებიან. 

ავტორები: ნინო გაზდელიანი, სოფო ჭულუხაძე.

დღის ამბები