25 აპრილი 2024,   16:26
ვრცლად
ივანიშვილი რომ მოვიდეს თქვენთან და გითხრათ, რომ ხვალ უნდა გადადგეთ, როგორ მოიქცევით? - გიგა ბოკერიამ მამუკა ბახტაძეს მიმართა

„სულ ცოტა ხანში, ზეგ ან მაზეგ, ან ერთ წელიწადში ბატონი ივანიშვილი რომ მოვიდეს თქვენთან და გითხრათ, რომ ხვალ თქვენ უნდა გადადგეთ, როგორ მოიქცევით?“ - ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილემ, ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა, გიგა ბოკერიამ, პრემიერმინისტრობის კანდიდატს პარლამენტში.

რაზეც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ, უპასუხა, რომ მის გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდი მასთან ერთად მიიღებს.

გიგა ბოკერიამ ბახტაძეს კიდევ ერთხელ მიმართა, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატს დაეზუსტებინა, როგორ მოიქცევა, თუ ივანიშვილი გადადგომას მოსთხოვს,  გადადგებოდა თუ არა.

„ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს ღებულობს გუნდი და არა პერსონალურად, ბიძინა ივანიშვილი ან ვინმეს სხვა,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღეს მინისტრთა შემადგენლობას პარლამენტში დაჩქარებული წესით უსმენდნენ. მთავრობის პროგრამის განხილვა დეპუტატებმა, რეკორდულად მოკლე დროში, ერთ დღეში უნდა მოასწრონ.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები