24 აპრილი 2024,   03:41
ვრცლად
თანამდებობაც ჩაუდეს ამ ყმაწვილს? - გიორგი გუგავა მამუკა ბახტაძეზე საუბრობს

„იმდენად ეკლექტურია, იმდენად ურთიერთსაწინააღმდეგოა და როგორც ჩანს, იმ გათავისუფლების თუ დარჩენის ამ სიტუაციამ იმდენად ფსიქიურ კრიზისში ჩააგდო, კარგი იქნება თუ ფსიქიატრს შევაფასებინებთ მის განცხადებებს,“ - ეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის წევრმა, გიორგი გუგავამ, თეა წულუკიანის განცხადებასთან  დაკავშირებით გააკეთა.

გიორგი გუგავას განცხადებით, მისთვის გაუგებარია, თუ რა იგულისხმა თეა წულუკიანმა, როდესაც აღნიშნა, რომ თუ ქართულ ოცნებას დატოვებს, უფრო ძლიერი იქნება. იუსტიციის მინისტრის კანდიდატის თქმით, ქვეყანას ძლიერი ოპოზიცია სჭირდება.

გიორგი გუგავა მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია.

გიორგი გუგავას განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა საზოგადოების აქტიურობის შედეგია.

„კვირიკაშვილი გადადგა მაშინ, როდესაც მიტინგზე ბოთლი მოხვდა თავში. რა თქმა უნდა, იმ პროცესებმა გადააყენა, თორემ სხვაგვარად შეფუთავდა და სხვაგვარად მოხდებოდა ამ მოვლენების განვითარება,“ - განაცხადა გუგავამ.

გიორგი გუგავას თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებამ ბიუროკრატიული ხარჯები გაზარდა.

„ბლეფია თავისთავად ეს, რომ, თითქოს, მცირე მთავრობის ჩამოყალიბება უნდა და ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ დღეს გვაქვს ერთი სამინისტრო მრავალი პორტფელით და ამ სამინისტროს ჰქვია ივანიშვილის სურვილების სამინისტრო,“ - განცხადა გუგავამ.

ლეიბორისტული პარტიის წევრი პრემიერმინისტრობის კანდიდატის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ 2012 წელს ენმ-თვის გადარიცხული თანხა მისი ანგარიშიდან მხოლოდ ტექნიკურად გადაირიცხა.

„თანამდებობაც ჩაუდეს ამ ყმაწვილს? სად მუშაობდა ის? ის მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკული კორპორაციის მთავარ მენეჯერად და ეს ენერგეტიკული კორპორაცია ვისი იყო? ძმები ბეჟუაშვილების და იმ ხელისუფლებაში 2012 წელს ერთი ძმა იყო უმრავლესობის ლიდერი, მეორე ძმა იყო დაზვერვის სამსახურის უფროსი. თანამდებობაც ჩაუდეს? რა ნიშნით არჩევენ,“ - განაცხადა გუგავამ.

დღის ამბები