საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ხედვებს იწონებს. "ქართულ ოცნებაში" თვლიან, რომ კონკრეტული შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ, ახალი სამოქმედო პროგრამა უფრო დახვეწილი და სრულყოფილი იქნება. უმრავლესობა ახალ სამთავრობო გუნდს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
"ის აპირებს კონკრეტული რეფორმების გატარებას, რომელიც ქართულ ეკონომიკას მეტ სულისკვეთებას მისცემს და უფრო მეტ დინამიკას მისცემს. მას აქვს სწორი ხედვა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, მართლმსაჯულების მომავალ რეფორმებზე,"- უმრავლესობის წევრი, აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.