19 აპრილი 2024,   03:24
ვრცლად
"ამორტიზებული მინისტრთა კაბინეტი" - საპარლამენტო ოპოზიცია ახალი მთავრობის მხარდაჭერაზე უარს აცხადებს

უმრავლესობისგან რადიკალურად განსხვავებულია ოპოზიციის დამოკიდებულება ახალი მთავრობისა და ბახტაძის გეგმის მიმართ - ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, ქვეყნის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებზე პასუხები მამუკა ბახტაძეს არ გააჩნია, რის გამოც ისინი არც დროებითი და არც სამი კვირის შემდეგ წარდგენილი მთავრობისთვის მხარდაჭერას არ აპირებენ.

"მინისტრთა კაბინეტი ფაქტობრივად არის ამორტიზებული, ადამიანები, რომლებმაც ვერ მიაღწიეს წარმატებას და ფაქტობრივად ერთადერთი ამით ხელისუფლებაში ტივტივის საფუძველი არის ივანიშვილის სურვილი, რომ ისინი იყვნენ ამ მთავრობაში,"-აცხადებს რომან გოცირიძე. 

"ევროპულ საქართველოში" კი განმარტავენ, რომ სიღარიბის, უმუშევრობისა, ეკონომიკური ზრდის, კრიმინალისა და სხვა მიმართულებებით ახალ პრემიერს პრობლემის გადაჭრის გზებზე პასუხები არ აქვს. 

"ასეთ მძიმე პირობებშია ესეთი ხედვის არმქონე გუნდის დამტკიცება მთავრობაში არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი,"-აცხადებს ირაკლი აბესაძე. 

დღის ამბები