16 აპრილი 2024,   13:57
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურმა ექვსთვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურმა ექვსთვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.

დამოუკიდებელ ინსპექტორს არჩევიდდან დღემდე 272 დისციპლინური საჩივარი გადაეცა, აქედან ინსპექტორის სამსახურმა 100-მდე საჩივარზე მოქმზადა დასკვნა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, კი მოსამართლეთა მიმართ, დისციპლინური დევნის დაწყებისა და ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება 25-მდე საქმეზე მიიღო, თუმცა მოსამართლის გათავისუფლების საფუძველი არც ერთი საჩივარი არ გამხდარა.

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ქრისტიან ურსე ამბობს, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის ვებგვერდი გამჭვირვალობის მთავარი ბერკეტი იქნება. მისი თქმით, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოებაში ნდობის ამაღლებას.

შემოსული საჩივრები საქმეთა განხილვის გაჭიანურებას, მოსამართლის მოვალეობის არაჯეროვან შესრულებასა და სასამართლოს მიერ მიღებული აქტის კანონიერებას ეხება.

შეხვედრაზე დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდის პრეზენტაციაც გაიმართა.

დღის ამბები