24 აპრილი 2024,   07:26
ვრცლად
მსჯავრდებულები პარლამენტის წინააღმდეგ - საკონსტიტუციო სასამართლო ნარკოტიკების შეძენა-შენახვისათვის მსჯავრდებულთა სარჩელს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია გამწესრიგებელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ორი მსჯავრდებულის სარჩელს იხილავს.

საქართველოს მოქალაქეები - ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისათვის, თავისუფლების აღკვეთის გაუქმებას ითხოვენ.

მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ კანონმდებლობაში არ არის განსაზღვრული მეტამფეტამინის რა რაოდენობა შეიძლება ჩაითვალოს დიდ ან მცირე ოდენობად. მსჯავრდებულების ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში საია და მოძრაობა „თეთრი ხმაური“ იცავს.

დღის ამბები