19 ივნისი 2019,   16:06
ვრცლად
"თუ ეს იყო თაღლითობა, ძალიან საინტერესოა მაშინ, ვინ არის ამ თაღლითობის ბენეფიციარი" - ბახტაძე ენმ-ს დაფინანსებაზე

პრემიერობის კანდიდატი კიდევ ერთხელ განმარტავს, რა მიზეზით გადარიცხა, 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე 20 ათასი ლარი.

განმარტება ბახტაძემ სალომე სამადაშვილის კითხვის საპასუხოდ გააკეთა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა მამუკა ბახტაძეს ჰკითხა, თუ იყო მზად ეთანამშრომლა გამოძიებასთან, რადგან მის მიერ გაკეთებული განმარტება, რომ მისი ანგარიშით სხვამ ისარგებლა არის შესაძლო თაღლითობა, ან უფრო მძიმე დანაშაული - ფულის გათეთრება.

„რაც შეეხება დაფინანსებას,  „ნაციონალური მოძრაობის“ 20 ათასი ლარით. 20 ათასი ლარით მე გავეცი ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გუშინ.

ვინც ვერ ან არ გაიგო, მათთვის დღესაც გავიმეორებ. მე ჩემი თანხა არასოდეს გადამირიცხავს “ნაციონალური მოძრაობისთვის”. თქვენს მიერ ინიცირებულმა კანონმა, რომელმაც იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსება აიკრძალა იმ მიზნით, რომ “ქართულ ოცნებას” არ ჰქონოდა საშუალება მიეღო დაფინანსება 2012 წლის არჩევნებში და ამავე დროს ასეთ კანონს თქვენ მიეცით უკუქმედების ძალა, გამოიწვია ის, რომ ტექნიკურად გამოიყენეს ფიზიკური პირების ანგარიშები.

ასეთი არის 30 ათას ადამიანზე მეტი.  შესაბამისად, თუ ეს იყო თაღლითობა, ძალიან საინტერესოა მაშინ, ვინ არის ამ თაღლითობის ბენეფიციარი?“ - განაცხადა ბახტაძემ. 

დღის ამბები