19 ივლისი 2018,   15:48
ვრცლად
ოზურგეთის საკრებულოში მოშიმშილე ენმ-ს წევრებს, ფოთის და სამტრედიის საკრებულოს წევრები შეუერთდნენ 

ოზურგეთის საკრებულოში მოშიმშილე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს ფოთის საკრებულოს დეპუტატი შეუერთდა. კოლეგებს სოლიდარობა დარეჯან ცხვიტარიამ გამოუცხადა.

შიმშილობის მესამე დღეს ოზურგეთელი დეპუტატები თანაპარტიელებმა სამტრედიისა და ფოთის საკრებულოების წევრებმა მოინახულეს.

მოთხოვნები უცვლელია, ისინი რიგგარეშე სხდომის მოწვევას და ბესო ქათამაძეზე თავდასხმაში მონაწილე 9 დეპუტატისთვის მანდატის ჩამორთმევას ითხოვენ.

„თუ ხარ ოცნების წევრი ყველაფრის უფლება გაქვს ამ ქვეყნად, თუ სხვა პარტიის წარმომადგენელი ხარ, სუნთქვის უფლებასაც არ გაძლევენ,“ - განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ემზარ შუბლაძეც.

ენმ-ს წევრების მოთხოვნებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გამოეხმაურა. გიორგი ღურჯუმელიძე აცხადებს, რომ თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით ოფიციალურად საკრებულოსთვის არავის მოუმართავს.

„მათი მოთხოვნაა, რომ ჩატარდეს რიგგარეშე სხდომა და იქ დღის წესრიგი აქვთ სავარაუდოდ წარმოდგენილი და შესაბამისად აღნიშნულთან დაკავშირებით მიდის კანონმდებლობასთან შესაბამისი პასუხის შემუშავება,“- აღნიშნა გიორგი ღურჯუმელიძემ.

დღის ამბები