23 სექტემბერი 2019,   01:15
ვრცლად
სამინისტროების გაერთიანება - მინისტრობის კანდიდატების ნაწილისთვის უწყებების სტრუქტურიზაციის ფორმა გაურკვეველია 

მთავრობა, რომელსაც დღეს პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს, მხოლოდ 2 კვირა იმუშავებს და შემდეგ დეპუტატებმა კიდევ ერთი ახალი მთავრობა უნდა დაამტკიცონ. ცნობილია, რომ 14 სამინისტროდან მხოლოდ 11 დარჩება. ანუ 14 მინისტრიდან ვინც დღეს უნდა დაამტკიცონ, ნაწილი ორ კვირაში მთავრობის შემადგენლობას დატოვებს. ვინ წავა და ვინ დარჩება თავად მთავრობის წევრებმაც არ იციან.

„მე ვარ გუნდის წევრი და გუნდში იმ პოზიციაზე ვიმუშავებ რასაც გუნდი გადაწყვეტს“-განაცხადა  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრობის კანდიდატები სტრუქტურულ ცვლილებებზეც საუბრობენ. მათი ნაწილისთვის გაურკვეველია რა ფორმით მოხდება სამინისტროების რესტრუქტურიზაცია. კახა კახიშვილი ამბობს, რომ თავად მცირე მთავრობის იდეას არ ეწინააღმდეგება, თუმცა აუცილებელია მოხდეს კონცეფციის გაანალიზება.

„კარგად უნდა იყოს გაანალიზებული მაგალითად იქნება თუ არა საერთო ბიუჯეტი. თუ იქნება დავუშვათ ავტონომიური ბიუჯეტი, ცალკე იუსტიციის სამინისტროსი, ცალკე პენიტენციალური დეპარტამენტის. როგორ იქნება ეს, ვინ დანიშნავს, რა დონეს დანიშნავს,  მაგალითად,  იგივე ოპერატიულ თანამშრომელს, რიგით შემადგენლობას ვინ დანიშნავს. დანიშნავს პენიტენციალური დეპარტამენტის დირექტორი თუ დანიშნავს იუსტიციის მინისტრი,“-განაცხადა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა. 

დღის ამბები