17 აპრილი 2024,   00:42
ვრცლად
გვაკომპლექსებენ, გვეუბნებიან ერთ ხმაში ილაპარაკეთო, არავითარ შემთხვევაში ერთ ხმაში არ ვილაპარაკოთ - ქუცნაშვილი მთავრობას მიმართავს 

„ჩვენ შევეცდებით, ობიექტური ოპონირების რეჟიმში მივეხმაროთ ჩვენ მთავრობას, ეს არის ჩვენი ამოცანა,“ - ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისი განცხადებით, მმართველი გუნდის წევრები ერთმანეთთან ობიექტური ოპონირების რეჟიმში უნდა იყვნენ. 

ზაქარია ქუცნაშვილი საუბრისას რამდენიმე საკითხს შეეხო, მათ შორის იყო მთის კანონი და ვითარება მთიან რეგიონებში არსებულ სკოლებში.

„ესეც უნდა ვიყოთ, მე მგონი ყველა, რომ ობიექტური ოპონირება - ეს არის ყველაზე დიდი დახმარება ჩვენი საერთო საქმის და არა მაამებლური ტაშის კვრა ან შეცდომების მიჩუმათება და იმ პრობლემებზე თვალის დახუჭვა, იმის გამო, რომ რომელიმე მინისტრის მოადგილეს არ ეწყინოს ან ვაითუ მაყურებელი რომ დაინახავს ტელევიზორში ჩვენ გამოსვლას, არ იფიქროს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები "ქართული ოცნების" მთავრობის წევრებს აკრიტიკებენ. არამც და არამც. ეს კომპლექსი უნდა ჩამოვიხსნათ. ესე გვაკომპლექსებენ, გვეუბნებიან, რომ ერთ ხმაში ილაპარაკეთ. არავითარ შემთხვევაში, ერთ ხმაში ჩვენ არ უნდა ვილაპარაკოთ," - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილი. 

დღის ამბები